Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპორტის ადვოკატმა იუვენტუსის შესაძლო სასჯელებზე ისაუბრა

ცნობილმა სპორტის ადვოკატმა პაკო დ’ონოფრიომ TuttoJuve-სთან იუვენტუსის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასა და შესაძლო სანქციებზე ისაუბრა.

„ევროპულ ფეხბურთში არ არსებობს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც გუნდები ამა თუ იმ ფეხბურთელს კონკრეტულ თანხას ადებენ, ამიტომ ვერავინ ვერ დაამტკიცებს, რომ რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება მის რეალურ ფასს არ ასახავს.

„რა სასჯელი ელოდება იუვენტუსს, თუ ფედერაციამ ამის დამტკიება მაინც მოახერხა ? ვარაუდი იმისა, რომ იუვენტუსს შესაძლოა ქულები დააკლონ ან საერთოდ დააქვეითონ, მართებული არ არის. იტალიის ფეხბურთს ფედერაცია ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ჯარიმებს და უკიდურეს შემთხვევაში კონკრეტული მენეჯერების დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს, როგორც ეს ინტერისა და მილანის შემთხვევაში მოხდა.

„ამ მომენტისათვის გამოძიება გასაიდუმლოებულია და ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს წვდომა იმ საბუთებთან, რომლებსაც გამოძიება სწავლობს, თუმცა იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც საჯარო ხდება, იუვენტუსის ყველაზე სერიოზული სასჯელი ჯარიმა იქნება.“