სტეფანო პიოლი:“მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ“

მილანის მთავარმა მწვრთნელმა რომას დამარცხების შემდეგ საინტერესო თემებზე ისაუბრა.როსონერიმ დედაქალაქელები ანგარიშით 2 – 0 დაამარცხა,სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა და ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლის იმედი შეინარჩუნა.

„თამაშისთვის უჩვეულო დროა და ძალიან ცხელა.კარგია,რომ ცვლილებების ლიმიტი გაგვიზარდეს,თორემ ასეთ პირობებში შეუცვლელად თამაში წარმოუდგენლად ძნელია.

„ჩვენ შეცდომები გვქონდა,თუმცა ისე ვთამაშობდით,როგორც გუნდი და ეს მოგება დავიმსახურეთ.მილანი დიდ გუნდთან გამარჯვებას ელოდებოდა და ახლა ეს დადებითი მუხტი დანარჩენ თამაშებში უნდა გამოვიყენოთ.

მილანისთვის ეს საუკეთესო 6-ეულში მყოფ გუნდებთან პირველი გამარჯვება იყო.

„მართალია რეზულტატი არც თუ ისე სახარბიელო იყო,თუმცა მილანის თამაშის ხარისხი უფრო და უფრო უმჯობესდებოდა.ეს გამარჯვება კი მორალურ უპირატესობას გვაძლევს,რაც შემდეგი ტურებისთვის მნიშვნელოვანია.

„რებიჩმა გოლის შემდეგ თავად მთხოვა,რომ მოედნიდან გამეყვანა.მას მეტი აღარ შეეძლო,რაც გასაგებია.ფეხბურთელებს მე თავად ვთხოვე,რომ თუ თამაშს ვეღარ ახერხებენ,მითხრან.

„რებიჩს მომატება შეუძლია.ის არა მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი,არამედ ტექნიკური მახასიათებლებით დაჯილდოებული ფეხბურთელია.ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს,რომელშიც უამრავი პერსპექტიული ფეხბურთელი თამაშობს.

„პაკეტამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა,თუმცა საერთო ჯამში ნორმალური თამაში ჩაატარა.ახლა ჩვენ ყველა ფეხბურთელი გვჭირდება.კალენდარი რთულია და ჩვენ ყველა შეხვედრაში ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.