სტეფანო პიოლის გამორჩეული მიღწევა…
სამპდორიას წინააღმდეგ რთული ქულების მოპოვების შემდეგ, სტეფანო პიოლიმ კარიერაში საკმაოდ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია.
პიოლი გახდა მე-8 მწვრთნელი სერია ა-ს ისტორიაში, რომელმაც 650 ქულის მოგროვება მოახერხა.
სამპდორიასთან მატჩი მილანის თავკაცის ამპლუაში მისთვის 143-ე გამოდგა, საიდანაც მისმა გუნდმა 83-ჯერ იმარჯვა, 35-ჯერ ფრე ითამაშა და 25-ჯერ შეხვედრა დათმო.