Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სტეფანო პიოლის მილანთან ახალი კონტრაქტი გარანტირებული აქვს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, სტეფანო პიოლი უახლოეს თვეებში მილანთან ახალ კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს და სავარაუდოდ ის როსონერის რიგებში კიდევ დიდი ხნით დარჩება.

იტალიელ სპეციალისტს მილანთან მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანის მფლობელები და გუნდის მენეჯმენტი მისი მუშაობით კმაყოფილია და 55 წლის სპეციალისტს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

პიოლი მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც სერია ა-ს ტოპ გუნდებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია, მაგრამ სტეფანომ როსონერის რიგებში დარჩენის სურვილი ღიად არაერთხელ გამოთქვა და ახალი კონტრაქტის პირობების შეთანხმება მხარეებს შორის პრობლემა არ იქნება.