Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სტეფანო პიოლი გუნდის ხელმძღვანელობას კიდევ 4 ფეხბურთელის დამატებას სთხოვს

სანდრო ტონალის და ბრაჰიმ დიასის დამატების შემდეგ, სტეფანო პიოლი ლადინის და მასარას კიდევ 4 პოზიციის გაძლიერებას სთხოვს, რომ თავის საყვარელ 4 – 2 – 3 – 1 სქემაში ყველა პოზიციაზე გუნდს მინიმუმ 2 ფეხბურთელი ჰყავდეს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, პიოლიმ გუნდთან ახალ კონტრაქტს იმ პირობით მოაწერა ხელი, რომ მილანი მისთვის სასურველ 9 ფეხბურთელთან კონტრაქტს გააფორმებდა.

პიოლის მოთხოვნით გუნდმა იბრაჰიმოვიჩი, კიაერი, საელემაეკერსი შეინარჩუნა და ბრაჰიმ დიასი და სანდრო ტონალი დაიმატეს, თუმცა პიოლი კიდევ 4 ტრანსფერს ელოდება.

იტალიელი სპეციალისტისთვის პრიორიტეტი ახლა დაცვის ხაზის გაძლიერებაა. პიოლის ერთი მარჯვენა მცველი სჭირდება, თუმცა ჯერ გუნდი კონტიმ ან კალაბრიამ უნდა დატოვოს.

კიაერის დარჩენის მიუხედავად, მას კიდევ ერთი ცენტრალური მცველი სურს, მაგრამ პირველ რიგში გუნდმა დუარტე-მუსაკოდან ერთ-ერთი უნდა გაასხვისოს.

პიოლის ასევე ჯიჯო დონარუმას შემცვლელი უნდა. რეინამ გუნდი უკვე დატოვა და როსონერი მეორე კიპერს უკვე ეძებს.

ბოლოს კი 54 წლის სპეციალისტს ნახევარმცველი სურს. მილანი ბაკაიოკოს ტრანსფერზე უკვე არაერთი კვირაა მუშაობს, თუმცა ჩელსისთან ფეხბურთელის ფასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ ახერხებს და არ არის გამორიცხული, მილანი მის ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.