Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სტრაკოშას საბოლოო უარი ლაციოს

იტალიური წყაროების ცნობით, ტომას სტრაკოშამ ლაციოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი საბოლოოდ თქვა და ის სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

26 წლის ალბანელ ფეხბურთელს არწივებთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და Tuttomercato-ს ინფორმაციით, ის სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკამყოფილოა და გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

სტრაკოშას მიმდინარე სეზონში სერია ა-ში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია, რადგან 39 წლის პეპე რეინასთან კონკურენცია წააგო და გასაკვირი არ არის, რომ მას გუნდის დატოვება სურს.

სტრაკოშას სახელი ნიუკასლს დაუკავშირეს, რომელსაც ახალი მფლობელები ჰყავს და ფინანსური კუთხით ფეხბურთელის მოთხოვნების დაკმაყოფილება არ გაუჭირდება.