Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სტრამაჩონი:“ ინტერში ვერატის ხილვა მსურდა, თუმცა…“

ინტერის ყოფილი თავკაცის ანდრეა სტრამაჩონის თქმით, მას ინტერში ყოფნის დროს მარკო ვერატის ტრანსფერი სურდა, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობას მისი შესაძლებლობების არ სწამდა.

„ვერატიმ იტალია ისე დატოვა, რომ მას სერია ა-ში თამაშის შანსი არც ერთმა გუნდმა არ მისცა და ეს კალჩოს პრობლემას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, იტალიაში ახალგაზრდა ტალანტებს ნაკლებად ენდობიან.

„მარკო და ინსინიე პესკარას რიგებში თამაშობდნენ და ისინი უკვე სხვა დონეზე იყვნენ. მე ვერატის ტრანსფერი მასიმო მორატის არაერთხელ ვთხოვე, მაგრამ მისი ტალანტის არავის ეჯერა და დღეს ყველა ვრწმუნდებით, რომ ინტერმა დიდი შეცდომა დაუშვა.“