Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სტრასბურგის უარი მილანს

ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ მილანი სტრასბურგის ცენტრალური მცველის, მოჰამედ სიკამანის გაფორმებას ცდილობს.

როსონერიმ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, თუმცა რამდენიმე წყაროს ინფორმაციით გუნდები ფეხბურთელის ღირებულებაზე ვერ თანხმდებიან.

MilanNews-ის ინფორმაციით, დიავოლომ ფრანგებს 8 მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც სხვადასხვა ბონუსის სახით 4 მილიონი დაემატებოდა, თუმცა სტრასბურგის წარმომადგენლებმა წინადადება უარით გაისტუმრეს და 20 წლის ფრანგის სანაცვლოდ მინიმუმ 15-16 მილიონის მიღება სურთ