Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სტრასბურგმა მილანის კიდევ ერთი წინადადება დაბლოკა

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფომრაციით, მილანმა სტრასბურგს მოჰამედ სიმაკანის სანაცვლოდ ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტით მიმართა.

მილანი მზად იყო ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა, რასაც სხვადასხვა ბონუსები დაემატებოდა, თუმცა ფრანგებს ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონი ევროს მიღება სურთ და კონკურენციის გამო ფასის დაკლებას არ აპირებენ.

20 წლის ცენტრალური მცველი, რომელსაც ასევე მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, მილანის პრიორიტეტული არჩევანია და დიდი ალბათობით როსონერი ახალი წინადადებით ფრანგებს უახლოეს დღეებში მიმართავს.