Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სუარესისთვის ბრძოლას ინტერიც აპირებს

ესპანური Mundo Deportivo-ს მტკიცებით, ნერაძური ლუის სუარესის გასაფორმებლად ბრძოლას აპირებს.

სუარესმა რამდენიმე საათის წინ იტალიაში გამოცდა ჩააბარა, თუმცა იტალიური პასპორტის მისაღებად გარკვეული დრო დასჭირდება, რაც იუვენტუსს აიძულებს, რომ პისტოლეტოზე უარი თქვას და ცენტრალური თავდამსხმელი სხვაგან ეძებოს.

ურუგვაელ ფეხბურთელს იუვენტუსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს, თუმცა თუ ბიუროკრატიული პროცედურების გამო მისი პასპორტის აღება მოკლე დროში ვერ მოხდება და იუვე სუარესზე უარს იტყვის, ინტერი მზად არის, ტურინელების მიერ შეთავაზებული კონტრაქტის ანალოგიური ხელშეკრულება გაუფორმოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.