Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სუარესის გამომცდელი:“ იუვენტუსთან არასოდეს მისაუბრია“

ლუის სუარესის გამოცდის შესაძლო ჩაწყობის შესახებ გამოძიება, რომელშიც იუვენტუსის დირექტორი ფაბიო პარატიჩიც ფიგურირებს, გრძელდება.

ლორენცო როკა, რომელიც სუარესის გამომცდელი გახდათ, მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„გამოცდა ზეპირი გახლდათ, წინადადების გაგების და ზეპირი ტესტების გამოყენებით და მან კითხვებს პასუხი სწორად გასცა.“

გამოძიების მტკიცებით, როკომ სუარესის წარმომადგენლებს ტესტების პასუხები წინასწარ გადასცა.

„სუარესთან აქამდე არანაირი შეხება არ მქონია. თუ ვინმე ჩემს ოფისში მოვა და მკითხავს, თუ როგორ მუშაობს იტალიური ენის გამოცდა, მე მას ყველაფერს ავუხსნი და მოსამზადებელ მატერიალსაც გადავცემ, რომელიც ვებ-გვერდზეა ატვირთული და PDF-ფაილით ნებისმიერ მსურველს გადმოწერის საშუალება აქვს.

„იუვენტუსთან და მის არც ერთ წარმომადგენელთან არანაირი შეხება არ მქონია.“