Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სუარესის გამოცდასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

გამოცემა ANSA-ს ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და ადგილობრივი პროკურატურა ლუის სუარესის გამოცდის შედეგების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიებას აწარმოებენ.

ბარსელონას ფორვარდი გასულ კვირას პერუჯაში ჩაფრინდა და იტალიური პასპორტის მისაღები გამოცდა წარმატებით ჩააბარა, თუმცა მისმა მოკლე ვიზიტმა გარკვეული კითხვები დაბადა და საბუთების გადამოწმების შემდეგ რამდენიმე სერიოზული უზუსტობა გამოიკვეთა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გარვინამ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა:“ ჯერჯერობით სათქმელი არაფერია. სუარესი იტალიაში ჩამოვიდა, რომ გამოცდა ჩაებარებინა, თუმცა გარკვეული კითხვები მართლაც არსებობს. მოდით, დასკვნების გამოტანას ნუ ვიჩქარებთ და გამოძების შედეგებს დაველოდოთ.“

გამომძიებელმა კოლონელ სარიმ განაცხადა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით 5 ეჭვმიტანილი ჰყავთ, თუმცა იუვენტუსთან დაკავშირებული არც ერთი მათგანი არ არის.

Leave a Reply

Your email address will not be published.