Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სუარესის იუვენტუსში ტრანსფერზე ესპანური მედიაც ალაპარაკდა

სუარესის იუვენტუსში ტრანსფერი სულ უფრო და უფრო რეალურ სახეს იღებს. ესპანური Marca-ს შემდეგ, ახლა უკვე Mundo Deportivo-მაც დაწერა, რომ ურუგვაელმა ფეხბურთელმა ტურინელებთან 2-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, ბლაუგრანა კი მის სანაცვლოდ ფეხბურთელის მიერ ნაჩვენები თამაშის შესაბამის ბონუსებს მიიღებს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, სუარესი და ვიდალი განცალკევებულად მუშაობენ და ესპანური მედიის ინფორმაციით ორივე მათგანი იტალიაში მომავალი კვირის დასაწყისში გაფრინდება.

ბარსელონას კონტრაქტთან ერთად, სუარესის იუვეში ტრანსფერს ევროპული პასპორტის არქონაც აფერხებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ურუგვაელ ფეხბურთელს იტალიელი მეუღლე ჰყავს, პრობლემა წესით არც ეს არ უნდა იყოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.