Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სუარესის იუვენტუსში ტრანსფერი ბოლო სტადიაზეა

Sport-ის და Daily Mail-ის მტკიცებით, იუვენტუსმა და ბარსელონამ ბოლო საათებში მოლაპარაკებები ლუის სუარესის თაობაზე დააჩქარეს და ურუგვაელი ფეხბურთელი ბიანკონერიში ტრანსფერთან ძალიან ახლოს არის.

იმის გამო, რომ კონტრაქტის გაწყვეტის პროცესი შესაძლოა საკმაოდ გაიწელოს, იუვენტუსი მზად არის სუარესის სანაცვლოდ ‘სიმბოლური’ თანხა გადაიხადოს – 1.5 მილიონი ევრო, ზუსტად იმდენი, რამდენიც სევილიამ ბარსას ივან რაკიტიჩის სანაცვლოდ გადაუხადა.

სუარესმა ბარსელონას მაისურით 283 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 198 გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.