Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სუარესის იუვენტუსში ტრანსფერი ჩაიშალა?

რამდენიმე ესპანურმა გამოცემამ რამდენიმე წუთის წინ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

მათი მტკიცებით, იქიდან გამომდინარე, რომ სუარესის ტრანსფერი ძალიან გაიწელა და ჯერჯერობით ურუგვაელი ფეხბურთელი ვერც ბარსასთან კონტრაქტის გაწყვეტას და ვერც იტალიური პასპორტის აღებას ვერ ახერხებს, სეზონის სტარტამდე კი მხოლოდ 6 დღე რჩება, ტურინელებმა ურუგვაელი ფეხბურთელის ტრანსფერზე უარი თქვეს და ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვნენ.

ცოტა ხნის წინ იტალიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომამ არკადიუშ მილიკთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ნაპოლისთან ტრანსფერის საბოლოო დეტალებს აგვარებს, ამიტომ შესაძლოა ედინ ჯეკო ბიანკონერისთვის კვლავ აქტუალური გახდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published.