Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სუარესის იუვენტუსში ტრანსფერი ჩაიშალა

ესპანური მედიის ინფორმაციით, სუარესის იუვენტუსში ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა და ბიანკონერი დიდი ალბათობით ედინ ჯეკოს დაიმატებს.

RAC1-ის ინფორმაციით, ურუგვაელი ფეხბურთელი იტალიური პასპორტის მიღებას ჯერჯერობით ვერ მოახერხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ის გუნდის დახმარებას ვერ შეძლებდა, რაც რა თქმა უნდა იუვესთვის დაუშვებელი გახლავთ.

სუარესი ბარსელონას დიდი ალბათობით მაინც დატოვებს და არ არის გამორიცხული, 33 წლის ფეხბურთელი მადრიდის ატლეტიკოს შემადგენლობაში ვიხილოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.