Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სუარესი:“ დერბის მოგების შემთხვევაში, ინტერი გამოკვეთილი ფავორიტი გახდება“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლუის სუარესმა მოახლოებული დერბის შესახებ ისაუბრა.

„წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული დერბი გველოდება. მილანსა და ინტერს შორის მატჩები ყოველთვის საინტერესოა, თუმცა ამ ყველაფერს ახლა სატურნირო დატვირთვაც ემატება და თუ ნერაძური ამ მატჩს მოიგებს, ისინი სერია ა-ს გამოკვეთილი ფავორიტები გახდებიან.

„არის თუ არა ევროპულ ტურნირებზე არყოფნა ინტერის უპირატესობა ? რა თქმა უნდა, მათ ტრავმების მხრივ უფრო ნაკლებ რისკზე მოუწევთ წასვლა და ფეხბურთელებს ენერგიის მხრივ უფრო კარგი სიტუაცია ექნება, ანტონიო კონტეს კი მატჩებისთვის მოსამზადებლად გაცილებით მეტი დრო აქვს.“