Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სუარესი ინტერში გადასვლაზე თანახმაა

იტალიური გამოცემა Il Giornale-ს ინფორმაციით, ლუის სუარესი ინტერში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ნერაძურისგან ანალოგიურ კონტრაქტს ითხოვს, რასაც მას იუვე სთავაზობდა.

სუარესის იუვენტუსში გადასვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა არკადიუშ მილიკის რომაში გადასვლას ედინ ჯეკოს იუვეში მისვლა მოჰყვება, რაც პისტოლეტოს ტურინში მისვლას საბოლოოდ გამორიცხავს და ინტერს გზას გაუხსნის.

ურუგვაელ ფეხბურთელს მინიმუმ 8-10 მილიონი ევრო და 2-3 წლიანი კონტრაქტი სურს.

Leave a Reply

Your email address will not be published.