სუარესი იტალიური პასპორტის ასაღებად ტესტს ხვალ გაივლის
ლუის სუარესს ხვალ ბარსელონაში იტალიურ ენაში გამოცდა ჩაუტარდება და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში იტალიურ პასპორტს მიიღებს.
ურუგვაელ ფეხბურთელს ევროპული პასპორტი სჭირდება, რომ გუნდში არა-ევროპელი ფეხბურთელებისთვის გამოყოფილი ადგილი არ დაიკავოს, მის მეუღლეს კი იტალიური ფესვები აქვს და ტესტის ჩაბარების შემთხვევაში, ის პასპორტს მარტივად მიიღებს.
Mundo Deportivo-ს მტკიცებით, ის ბარსელონაში იტალიის საელჩოს ხვალ ეწვევა.