სუარესი მილანს უახლოვდება…
ესპანური მედიის ინფორმაციით, მილანი ვეტერანი ფორვარდის ლუის სუარესის ტრანსფერზე მუშაობს.
Dario AS-ს ინფორმაციით, როსონერი ურუგვაელ ფეხბურთელს, რომელიც ატლეტიკოს დატოვების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახლავთ და იტალიურ გრანდს მისი უფასოდ გაფორმება შეეძლება, 1-წლიან კონტრაქტს და ანაზღაურების სახით 4 მილიონ ევროს სთავაზობს.
წყაროს ცნობით, სუარესს იტალიაში თამაში უკვე დიდი ხანია უნდა და როგორც ჩანს, ის მომდევნო სეზონში მილანის ღირსებას დაიცავს…