Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სუარესი პირლოს სასურველი ფეხბურთელების სიაში

ბარსელონაში დიდი ცვლილებები გრძელდება და გუნდს არაერთი ვარსკვლავი დატოვებს, მათ შორის ლუის სუარესი.

იუვენტუსი კი, თავის მხრივ, ცენტრალური თავდამსხმელის ძიებაშია და გავრცელებული ინფორმაციით, ურუგვაელი თავდამსხმელი ანდრეა პირლოს ერთ-ერთი ფავორიტი არჩევანია.

33 წლის ფეხბურთელმა გრონინგენის, აიაქსის, ლივერპულის და ბარსელონას მაისურებით ჩატარებულ 612 შეხვედრაში 406 გოლის გატანა მოახერხა და ასაკის მიუხედავად, მას მაღალ დონეზე რამდენიმე სეზონის ჩატარება ჯერ კიდევ შეუძლია.

Daily Mail-ის მტკიცებით, იუვენტუსს წინააღმდეგობას ტრანსფერში დეივიდ ბეკჰემი და მისი მაიამის ინტერი გაუწევენ და ფეხბურთელის MLS-ში წაყვანაზე იმუშავებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.