Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სუარესმა თავისი თავი იუვენტუსს შესთავაზა

იტალიური მედიის მტკიცებით, ლუის სუარესი ახალი გუნდის ძიებაშია და მისი წარმომადგენლები იუვენტუსს დაუკავშირდნენ და ურუგვაელი ფეხბურთელის იუვენტუსში შესაძლო მისვლა განიხილეს.

ბარსელონაში კუმანის მისვლის შემდეგ, გუნდში დიდი ცვლილებები იგეგმება და გუნდს არაერთი ვეტერანი ვარსკვლავი დატოვებს, მათ შორის სუარესი.

ანდრეა პირლომ უკვე დაადასტურა, რომ გონსალო იგუაინი გუნდს დატოვებს და მის შემცვლელად პირლოს რომადან ჯეკოს შეძენა უნდა, რომელიც ჯალოროსის ხელმძღვანელებს დღეს შეხვდება და თუ ბოსნიელის ტრანსფერი არ გამოვიდა, მაშინ იუვე სუარესის გაფორმებაზე აუცილებლად დაფიქრდება. არ არის გამორიცხული, რომ იუვენტუსმა სუარესი სრულიად უსასყიდლოდ ჩაიგდოს ხელში.

Leave a Reply

Your email address will not be published.