Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სუარესმა იუვენტუსში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა

გასულ ზაფხულს ლუის სუარესის იუვენტუსში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა იმის გამო, რომ ფეხბურთელს ევროპული პასპორტი არ ჰქონდა, იუვეში კი არა-ევროპელი ფეხბურთელების ლიმიტი ამოწურული იყო, ტრანსფერი ჩაიშალა.

როდის გაიგეთ იუვენტუსის ინტერესის შესახებ ?

„აგვისტოს ბოლო ან სექტემბრის დასაწყისი იყო, მე პაველ ნედვედისგან მივიღე ზარი, შემდეგ კი ფაბიო პარატიჩიმაც დამირეკა.“

გქონდათ თუ არა იუვესთან შეთანხმება მიღწეულია ?

„არა, დასაწყისისთვის ეს მხოლოდ იდეის დონეზე იყო და იუვეს სურდა გაეგო, მინდოდა თუ არა ტურინში გადასვლა, შემდეგ კი ყველაფერს ჩემი ადვოკატი აგვარებდა.“

როდის გაიგეთ, რომ იუვენტუსს თქვენი გაფორმება როგორც ევროპელი ფეხბურთელის ისე სურდა ?

„არ მახსოვს, პარატიჩიმ დამირეკა და მითხრა, რომ ისინი იმიტომ დამიკავშირდნენ, რომ მათ ეგონათ მე იტალიური პასპორტი მქონდა, როგორც ჩემს მეუღლეს.

„მე ვუთხარი, რომ არ მქონდა და საბუთების მომზადება, რომელიც იტალიის მოქალაქეობისთვის განაცხადის გასაკეთებლად არის საჭირო, უკვე დაწყებული იყო.“

ესაუბრეთ თუ არა იუვენტუსს გამოცდის შემდეგ ?

„დიახ, იმავე დღეს. პარატიჩიმ დამირეკა და მითხრა, რომ მე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საუკეთესო არჩევანი გავაკეთე.

„2 დღის შემდეგ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ დამირეკა და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ტრანსფერი არ განხორციელდა, მაგრამ მან მადლობა გადამიხადა მოლაპარაკებების გამო. იქამდე მასთან არასოდეს მისაუბრია.“

გათიშვა