Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სუარესმა იუვესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, იუვენტუსმა ბარსელონას ურუგვაელ ფორვარდთან, ლუის სუარესთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ახლა ყველაფერი ბარსელონაზეა დამოკიდებული.

რონალდ კუმანმა ბლაუგრანას ჩაბარების შემდეგ ღიად განაცხადა, რომ სუარესი გუნდის სამომავლო გეგმებში აღარ შედიოდა და იუვე დიდი ალბათობით სრულიად უფასოდ ჩაიგდებს ხელში, თუმცა სხვადასხვა წყარო იგივეს ედინ ჯეკოს მიმართებაშიც წერს და დიდი ალბათობით, არჩევანს სუარესსა და ჯეკოს შორის ანდრეა პირლო გააკეთებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *