Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სუარესსა და კიელინის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ლუის სუარესის იუვენტუსში ტრანსფერი სულ უფრო და უფრო რეალური ხდება და ბევრმა ამ ტრანსფერთან დაკავშირებით 2014 წელს, ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მომახადი ინციდენტი გაიხსენა, სადაც ლუის სუარესმა სუარესს უკბინა. ეს ფაქტი მთავარ არბიტრს გამორჩა, თუმცა შემდეგ სუარესს 4 თვით თამაში აუკრძალეს.

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, გუშინ სუარესსა და კიელინის შორის სატელეფონო საუბარი შედგა და მხარეებმა ეს კონფლიქტი უკან მოიტოვეს. კიელინიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ეპიზოდი გაიხსენა:

„უცბად ვიგრძენი, რომ მან მხარზე მიკბინა, თუმცა ასეთ რამ მოედანზე გასაკვირი არ არის. კონტაქტური ორთაბრძოლები მეც მიყვარს და გუნდის წარმატებისთვის ყველაფრის გასაკეთებლად უნდა იყო მზად.

„მე და სუარესი ერთნაირები ვართ…“

აღნიშნულ მომენტზე კომენტარი სუარესმაც გააკეთა:

„ვაღიარებ, რომ იმ ეპიზოდში შევცდი, თუმცა მე ადამიანი ვარ და შეცდომას ყველა ვუშვებთ. ყველა ფეხბურთელს თავისი თამაშის სტილი აქვს, გამორჩეული ხასიათი და ამ ხასიათმა მიმიყვანა იქ, სადაც ახლა ვარ.“

სუარესმა იუვენტუსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და მომავალ სეზონში დიდი ალბათობით იუვესთვის რონალდუ – სუარესი – დიბალას ტრიო შეუტევს.

Leave a Reply

Your email address will not be published.