Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სუარესს ბარსელონას დასჯა სურს…

Sky Sport Italia-ს და Calciomercato-ს ინფორმაციით, ლუის სუარესი ბარსელონაზე იმის გამო, რომ მათ ფეხბურთელზე უარი თქვეს, გაბრაზებულია და კონტრაქტის გაწყვეტამდე მათგან ფულის გადახდას ითხოვს.

ურუგვაელ ფეხბურთელს ბლაუგრანასთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა, თუმცა მხარეებს მისი გახანგრძლივება კიდევ ერთი სეზონით შეეძლოთ. ის სეზონში 10 მილიონ ევროს იღებს და კონტრაქტით განკუთვნილი გასამრჯელოს მიღებას აპირებს.

ეს იუვენტუსისთვის არც თუ ისე კარგი ამბავია, რადგან გუნდს ცენტრ-ფორვარდის დამატება მაქსიმალურად მოკლე დროში სურს და თუ სუარესის საგა დიდი ხანი გაგრძელდა, ბიანკონერი ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვება.

სუარესის გარდა, იუვენტუსს ალვარო მორატა, ედინ ჯეკო, ედინსონ კავანი და არკადიუშ მილიკი დაუკავშირეს, თუმცა ყველაზე რეალური მათგან კავანის ვარიანტი ჩანს, რომელიც თავისუფალი აგენტია და იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს.

Leave a Reply

Your email address will not be published.