Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სუარესს იუვენტუსში გადასვლა ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია?

ბოლო დღეებში იტალიური და ესპანური მედიის უდიდესი ნაწილი სუარესის იუვენტუსში ტრანსფერს დროის ამბავად მიიჩნევდა, თუმცა ესპანური Sport-ის მტკიცებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის…

გამოცემის ინფორმაციით, სუარესი ხვდება, რომ ასაკის გათვალისწინებით ეს მისი ბოლო ხმაურიანი ტრანსფერია და ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა სურს.

ამ ინფორმაციის შემდეგ, სუარესმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა სურათი, სადაც ის ბარსას მაისურით ვარჯიშობს და იღიმის და სტატუსათ ასეთი რამ დაწერა:“ სანამ ტყუილი ინფორმაცია ვრცელდება, მე ვიცინი.“

Leave a Reply

Your email address will not be published.