Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სუპერ ლიგა FIFA-ს სასამართლოში უჩივლებს

როგორც მოსალოდნელი იყო, სუპერ ლიგის შექმნა სასამართლოს გარეშე არ ჩაივლიდა და პირველი სარჩელი მზად არის, რომელსაც სუპერ ლიგის წარმომადგენლები შეიტანენ.

სუპერ ლიგის შექმნის გაოფიციალურების შემდეგ, FIFA-მ განაცხადა, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ახალ ტურნირზე მონაწილეობას მიიღებენ, ნაკრებში თამაშის საშალება არ მიეცემათ, New York Times-ის ინფორმაციით კი სუპერ ლიგის წარმომადგენლებს ეს გადაწყვეტილება უსამართლოდ მიაჩნიათ და სარჩელი, რომელსაც სხვადასხვა სასამართლოში შეიტანენ, უკვე მზად აქვთ.