Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სუპერ ლიგის გუნდებს კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოუჩნდათ

UEFA და სუპერ ლიგის დარჩენილი გუნდები იუვენტუსი, ბარსელონა და მადრიდის რეალი სასამართლოებში ბრძოლას განაგრძობენ, თუმცა ჯერჯერობით ბევრი მუქარის მიუხედავად, UEFA-ს მხარდაჭერას არც ერთი სამართალდამცავი ორგანო არ უცხადებს.

მადრიდის უზენაესი სასამართლოს შემდეგ, სუპერ ლიგის გუნდების მხარე ამჯერად შვეიცარიის სამართლის სამინისტრომ დაიჭირა და გამოცემა CadenaSer-ის ცნობით, UEFA-მ და FIFA-მ ოფიციალური წერილი მიიღეს იმის შესახებ, რომ მათ გუნდების დასჯის არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ.