Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სუპერ ლიგის მონაწილეებს UEFA-ს მუქარის არ სწამთ…

მას შემდეგ, რაც სუპერ ლიგის შექმნა ოფიციალურად დადასტურდა, FIFA-მ და UEFA-მ გაავრცელეს ინფორამცია, რომ ისინი არც ერთ გუნდს თუ ფეხბურთელს, რომლებიც სუპერ ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას, FIFA-ს და UEFA-ს ეგიდით გამართულ არც ერთ ტურნირზე მონაწილეობის უფლება არ ექნებათ და ამის გარდა ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ 12 გუნდი შიდა ჩემპიონატებიდან მოკვეთონ.

თუმცა, რამდენიმე წყაროს ინფორამციით, სუპერ ლიგის შემქმნელები დარწმუნებულები არიან, რომ ეს განცხადებები მხოლოდ ბლეფია და როგორც ფიფა, ასევე უეფა ძალიან მალე მათთან მოლაპარაკებებს გამართავს.

„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მსოფლიო ჩემპიონატი მესის გარეშე ? ისეთი სპონსორები, როგორც მაგალითად ადიდასია, ამის უფლებას ფიფას ნამდვილად არ მისცემს. ან წარმოიდგინეთ პრემიერ ლიგა ლივერპულის, მანჩესტერ იუნაიტედის გარეშე, ან ლა ლიგა ატლეტიკოს, ბარსელონას და მადრიდის რეალის გარეშე… ეს ყველაფერი შეუძლებელია და მუქარა მუქარად დარჩება.“ განუცხადა Super League-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა El Mundo-ს.