Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტავეკიო:“ ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 90 მილიონის მოთხოვნა ამორალურია“

იტალიის ფეხბურთს ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ ესპანეთთან იტალიის მარცხზე და დუშან ვლაჰოვიჩზე ისაუბრა.

„იტალიას შთამბეჭდავი სვლა ჰქონდა, რომლის დროსაც აძურიმ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ვფიქრობ, რომ ეს მარცხი ფეხბურთელებს გარკვეულწილად წნეხს მოუხსნის, რომელიც რეკორდის გამო ჰქონდათ შექმნილი. მარცხი სასიამოვნო არასოდეს არის, მაგრამ ზოგჯერ ის საჭიროა.

„ვლაჰოვიჩი ? ის ძალიან ნიჭიერი და პოტენციური ახალგაზრდაა, მაგრამ სიმართლე გითხრათ არ მესმის, როგორ შეიძლება 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც ჯერჯერობით არაფერი დაუმტკიცებია, 90 მილიონი ევრო მოითხოვო. ეს ჩემთვის ამორალური საქციელია.“