Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტაიბი:“ დონარუმა დე ხეაზე უკეთესია“

მილანის და მანჩესტერის ყოფილმა კიპერმა მასიმო ტაიბიმ დონარუმას კონტრაქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯიჯო უკვე დე ხეაზე უკეთესი მეკარეა.

„როგორც მანჩესტერს, ასევე მილანს დიდებული კიპერები ჰუავს, მაგრამ მე დონარუმას ვამჯობინებ.

„გააფორმებს თუ არა ის მილანთან ახალ კონტრაქტს ? სიმართლე რომ გითხრათ, მოლაპარაკებების მსვლელობა ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ. ვიცი, რომ დონარუმა მილანზე შეყვარებულია.

„მალდინი შესანიშნავად მუშაობს, მაგრამ მოლაპარაკებები მარტივი არ არის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იმედი მაქვს, რომ ის მილანში დარჩება.“

გათიშვა