Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტაისონი:“შახტარი ინტერს პატივს სცემს,თუმცა…“

დონეცკის შახტარის ბრაზილიელმა ლეგიონერმა ევროპა ლიგაზე ინტერთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„გუნდი, რომელიც სერია ა-ში მე-2 ადგილს დაიკავებს, რა თქმა უნდა პატივისცემას და ყურადღებას იმსახურებს.

„ინტერს ძალიან ბევრი უძლიერესი ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა ეს დაპირისპირება ერთ-მათციანია და შანსები 50/50-ზეა.

„ჩვენ მოედანზე დამარცხებულები არ გავალთ. ჩვენ ნახევარფინალში ადგილი დავიმსახურეთ და იმედი გვაქვს, რომ ბაზელთან ნაჩვენებ თამაშს ინტერთანაც გავიმეორებთ. ინტერის დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი თამაშის სტილს არ შევცვლით.

„ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ წინ რთული თამაშები გველოდა, თუმცა თითოეულ ჩვენგანს გუნდის ისტორიაში შესვლა უნდა და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.