Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტაკინარდი:“ ალეგრიმ იცის, რომ მას შეცდომების უფლება აღარ აქვს“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ლაციოსთან მატჩზე ისაუბრა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რომელიც იუვენტუსის ამბიციებს ხაზს კიდევ ერთხელ გაუსვამს. ამ მატჩში გამოჩნდება, მოახერხა თუ არა ალეგრიმ სანაკრებო პაუზის დროს იმ მენტალური პრობლემების მოგვარება, რომელიც იუვეს აშკარად აწუხებს.

„მაქსმა იცის, რომ ლაციოსთან მარცხი გუნდის სპორტულ და მენტალურ სიტუაციას ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს. ლაციოს ძალიან ძლიერი ნახევარდაცვის ხაზი ჰყავს და იმედი ამქვს, რომ ალეგრიმ ამ პრობლემის გადაჭრის ხერხი იპოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ძალიან გაუჭირდებათ.“