Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტაკინარდი:“ დაანებეთ პირლოს თავი!“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ანდრეა პირლოს კრიტიკოსებს უპასუხა.

ნაპოლისთან მარცხის შემდეგ ახალბედა იტალიელი სპეციალისტის მიმართ მედიაში ძალიან ბევრი კრიტიკა გაისმა, თუმცა ტაკინარდის აზრით ეს ყველაფერი დაუმსახურებელია.

„ჩემი აზრით, ანდრეა პირლოს ყველამ თავი უნდა დაანებოს. ძალიან ადვილია, იჯდე ტელევიზორის წინ და სხვები გააკრიტიკო. ანდრეას კომპლიმენტები ეკუთვნის, რადგან მან სამწვრთნელო კარიერა სულ ახლახანს დაიწყო და მაინც ახერხებს, რომ საკმაოდ კარგი შედეგი დადოს.

„მედიაში არავინ არასოდეს არაფრით კმაყოფილი არ არის. თქვენი უაზრო კრიტიკა უნდა შეწყდეს, პირლო ძალიან ჭკვიანი და კარგი მწვრთნელია, რომელსაც სახლში შედეგი მიაქვს.

„ხალხს, რომელიც მას ბოლო წუთებზე 5 მცველის გამო აკრიტიკებს, მე მის ადგილზე 10-ს დავაყენებდი! პირლომ უკვე მოახერხა და Super Cup-ის მოგება მოახერხა, რაც ძალიან ბევრმა ეგრედ წოდებულმა ტოპ მწვრთნელმა კარიერის განმავლობაში ვერ მოახერხა.“