Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტაკინარდი:“ კიეზას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“

იუვენტუსის ყოფილი ნახევარმცველის ალესიო ტაკინარდის აზრით, ბიანკონერის ფორვარდს ფედერიკო კიეზას უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს და მას მომავალში ოქროს ბურთს მოგება შეუძლია.

„ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ყველაზე რთული განვითარების პროცესია, როდესაც მას თავისი პოტენციალის სრულიად გამოსავლენად დაუღალავი შრომა მართებს.

„კიეზა ფეხბურთის ქომაგების მოლოდინების გამართლება გაუჭირდება, რადგან ჩვენ მისი ტალანტი ყველამ კარგად დავინახეთ, თუმცა მას სამუშაო ძალიან ბევრი აქვს და ვფიქრობ, რომ თუ ის არ დაიზარებს და საკუთარ თავზე ბევრს იმუშავებს, ფედერიკო ერთ დღეს ოქროს ბურთის მოგების კანდიდატი იქნება.

„მე მასში იგივე შემართებას ვხედავ, როგორიც ნედვედს ჰქონდა. მას ორივე ფლანგზე შეუძ₾ია თამაში და ძალიან მცირე სივრცეებშიც კი სახიფათო მომენტის შექმნა შეუძლია.

„გასულ სეზონში ის ტოპ ფეხბურთელებს მიუახლოვდა. ვფიქრობ, რომ ალეგრისთან ერთად ფედე ზღვარს გადააბიჯებს და მისგან შესანიშნავი ჩემპიონი დადგება.“