Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტაკინარდი:“ კულუშევსკის გაცილებით მეტი მოეთხოვება, კიეზა შესანიშნავია…“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ტურინელების ლაციოსთან მატჩი შეაფასა და კულუშევსკის მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ლაციოს წინააღმდეგ მე გუნდური, ორგანიზებული იუვენტუსი ვიხილე, როგორიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ მინახავს. არწივებს კარგი გუნდი ჰყავთ, თუმცა მათ შეტევაში გაძლიერება აუცილებლად სჭირდებათ, რადგან იმობილეს გარეშე შეტევითი პოტენციალი საგრძNობლად იკლებს.

„სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდებოდი, რატომ აპროტესტებდნენ ლაციოს ფეხბურთელები 11-მეტრიანებს, რადგან ორივე შემთხვევაში თამაშის წესების დარღვევა სახეზე იყო.

„კულუშევსკი ? მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ გაცილებით მეტი შეუძლია. ის მოედანზე უფრო გამბედავი უნდა იყოს და თავისი შესანიშნავი მახასიათებლები გამოიყენოს.

„კიეზა ? ის უბრალოდ შესანიშნავია, დღეისათვის ფედერიკო იუვენტუსის საუკეთესო ფეხბურთელია.“