Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტაკინარდი:“ როგორც იქნა, იუვე დაბრუნდა!“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ჩელსისთან მატჩი შეაფასა.

„მენტალურად ეს გამარჯვება გუნდისთვის, რომელმაც სეზონი არც თუ ისე სტაბილურად დაიწყო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„იუვენტუსმა ევროპის ჩემპიონებისგან გოლი არ გაუშვა, ჩვენ ჩელსისთან მატჩში ტურინელების რეალური ხასიათი პირველად დავინახეთ, ხასიათ, რომლის ხილვაც ალეგრის სურს: კლინიკურები, დაცვაში ორგანიზებულები, რომლებიც შავ სამუშაოზე უარს არ ამბობენ.

„შესაძლოა ალეგრის სტილი ბევრისთვის მიუღებელია, მაგრამ ის გამარჯვებული მწვრთნელი და შესანიშნავი სპეციალისტია, რომელმაც თავისი საქმე ძალიან კარგად იცის.“