Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტაკინარდი:“ ჩემპიონთა ლიგა ლატარეაა“

ალესიო ტაკინარდიმ ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა და იტალიური დერბის დროს კონტე – ანიელის შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

ტაკინარდიმ იუვენტუსის რიგებში 11 სეზონი გაატარა და 13 ტიტულის, მათ შორის ჩემპიონთ ლიგის მოგება მოახერხა.

„მე ჩემპიონთა ლიგას ძალიან კარგად ვიცნობ. დღეიდან სრულიად ახალი ტურნირი იწყება, რადგან პლეი-ოფი ჯგუფური ეტაპიდან რადიკალურად განსხვავდება.

„ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი სრულყოფილად უნდა გააკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქის დამარცხება გაგიჭირდება. გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელების ტრავმებმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. გაიხსენეთ ატალანტა, გასულ სეზონში მათ პსჟ-ს გამოგდებაც კი შეეძლოთ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.

„ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ლატარეაში გამარჯვებას ჰგავს. თუ გუნდი პლეი-ოფს იდეალურ ფორმაში არ შეხვდება, მათთვის მომდევნო ეტაპზე გასვლა ძალიან რთული იქნება. თითოეული შემდეგი მატჩი უფრო და უფრო გაძნელდება.

„რას ველოდები პორტო – იუვენტუსის მატჩიდან ? ეს დუელი 180 წუთი გრძელდება და იუვენტუსი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ხუან კუადრადოს არყოფნა ტურინელებს ძალიან დაეტყობათ.

„მსგავსება მაკკენისა და დავიდს შორის ? დავიდსი დაცვით ასპექტში ძალიან ძლიერი იყო, მაკკენის კი შეტევაში წასვლა და თავისუფალი სივრცეების ათვისება უყვარს. მას შემტევი მენტალიტეტი აქვს და უფრო ანტონიო კონტეს ჰგავს, ვიდრე დავიდსს. მაკკენი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ის აუცილებლად მოუმატებს.

„ინციდენტი კონტესა და ანიელის შორის ? ამის გამო ძალიან ვწუხვარ, ისინი მეგობრები არიან და ასეთი სცენის ნახვა მოულოდნელი იყო. იმედი მაქვს, რომ ისინი ურთიერთობას დაალაგებენ, თუმცა ჩემი აზრით ეს გაუჭირდებათ. მე ორივე მათგანს დიდ პატივს ვცემ.“