Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტალიაფიკოს აგენტი:“ ნიკოლასი ინტერში სიამოვნებით გადავიდოდა, თუმცა…“

ნიკოლას ტალიაფიკოს აგენტის თქმით, აიაქსის უკანახაზელი ინტერში სიამოვნებით გადავიდოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ნერაძურისთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

28 წლის მარცხენა მცველი დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს აიაქსს დატოვებს და მისი გაფორმება მსურველებს დაახლოებით 15 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

„ინტერი მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეული გუნდია და მათ შემადგენლობაში თამაში ნებისმიერ ფეხბურთელს ენდომებოდა.

„ჯერჯერობით ინტერის მხრიდან კონკრეტული წინადადება არ ყოფილა, მე ძანეტისთან უკვე დიდი ხანია არ მისაუბრია.

„ტალიაფიკო აიაქსისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე შესაბამის წინადადებას გააკეთებს, მისი გუნდის შეცვლა გამორიცხული არ არის.“