Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტანგანგამ მილანში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა

მილანი ჯაფეტ ტანგანგას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და იტალიური წყაროების ცნობით, ფეხბურთელმა მილანში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

Calciomercato-ს ცნობით, ნოტინგჰემ ფორესტმა, რომელიც ინგლისელი უკანახაზელის ტრანსფერში როსონერის მთავარი კონკურენტია, ლონდონელებს 25 მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც ტოტენჰემი სიამოვნებით დათანხმდებოდა, მაგრამ პრობლემა ფეხბურთელის სურვილი არის, რომელსაც იტალიური გრანდის რიგებში თამაში სურს.

წყაროს ცნობით, მილანი ნოტინგჰემთან ფინანსურ დუელში ჩართვას არ გეგმავს და ტოტენჰემს ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას სთავაზობს, შემდგომში მისი გამოსყიდვის პერსპექტივით. არ არის გამორიცხული, რომ გადამწყვეტი როლი თავად ტანგანგას სურვილმა ითამაშოს…