Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტარდელი:“იუვენტუსის ლიგიდან გამოვარდნა კატასტროფა იქნება,თუმცა…“

მარკო ტარდელის აზრით,ბიანკონერიმ ლიონის ბარიერი აუცილებლად უნდა გადალახოს, თუმცა თუ ბებერი ქალბატონი ამას ვერ მოახერხებს,მაურიციო სარიმ პოსტი მაინც უნდა შეინარჩუნოს.

„იუვენტუსის ლიონთან გამოვარდნა სპორტული კატასტროფა იქნება არა მხოლოდ სარისთვის, არამედ ყველა იუვეს ქომაგისთვის,თუმცა ჩემი აზრით ეს მისი გუნდიდან გაშვებისთვის საკმარისი არ იქნება.

„სარიმ გაიმარჯვა,მართალია ამას სახელგანთქმული სარი ბოლით ვერ მიაღწია,თუმცა მან სკუდეტოს მოპოვება მაინც მოახერხა.ნუ დაგვავიწყდება,რომ იუვეს დღევანდელი შემადგენლობა სარის ტაქტიკისთვის არ არის შექმნილი და მის იუვეს მომავალ სეზონში სიამოვნებით ვნახავ.

„იუვენტუსს ძალიან გაუმართლა,რომ დიბალამ გასულ ზაფხულს გუნდი არ დატოვა,ეს ტურინელების უდიდესი შეცდომა იქნებოდა.

„ვფიქრობ,რონალდუს გუნდში ყოფნამ სარის რაღაც წაართვა,თუმცა პორტუგალიელმა იუვენტუსს ბევრად მეტი მისცა.35 წლის ასაკში პოზიციის შეცვლა და ცენტრ-ფორვადის ამპლუაზე გადასვლა მარტივი არ არის.

„პირლოს იუვეში მისვლას რაც შეეხება,მე მისი შესაძლებლობები ძალიან კარგად ვიცი და მჯერა,რომ ერთ დღეს,ანდრეა უმაღლესი დონის სპეციალისტი გახდება,თუმცა ის ახლა იწყებს და სიჩქარე კარგს არაფერს მოუტანს.სიმართლე გითხრათ სამწვრთნელო კარიერის იუვენტუსში დაწყება სწორი არჩევანი არ მგონია,რადგან ახალგაზრდულ გუნდშიც კი იუვეს ხელმძღვანელობა მხოლოდ გამარჯვებას ითხოვს და მასზე დიდი ზეწოლა იქნება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.