Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტარდელი:“ ალეგრიმ დე ლიხტს მეტი ნდობა უნდა გამოუცხადოს“

მარკო ტარდელიმ მაქს ალეგრი მილანთან მატჩში მატიას დე ლიხტის სკამზე დასმის გამო გააკრიტიკა.

„მაქს ალეგრის გადაწყვეტილება, რომ მატიას დე ლიხტი მილანთან მატჩში სკამზე დაეტოვებინა, ჩემთვის გაუგებარია.

„დე ლიხტი 19 წლის ასაკში აიაქსის კაპიტანი იყო, მან იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა, რის შემდეგაც ტურინელებმა ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ კოლოსალური ფული გადაიხადეს. ის უკვე გუნდში საკმარისზე დიდი ხანია იმისთვის, რომ ასეთი რანგის მატჩებში ძირითად შემადგენლობაში იყოს.“