Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტარდელი:“ ვიდალი შესანიშნავი ფეხბურთელია და მისი მისვლა ინტერს გააძლიერებს“

ინტერის ყოფილი მწვრთნელი, მარკო ტარდელი არტურო ვიდალის ინტერში შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა.

ჩილელი ფეხბურთელი ბარსელონასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს და ნერაძურის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

„არტურო ვიდალი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელმაც თავისი შესაძლებლობები იუვენტუსში თამაშისას უკვე დაამტკიცა.

„ის უნივერსალური მოთამაშეა და ერთნაირად კარგად ასპარეზობს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მისი ინტერში მისვლა გუნდს ძალიან გააძლიერებს და ნერაძური მომავალ სეზონში იუვენტუსის მთავარი კონკურენტი იქნება.“

არტურო ვიდალმა გასულ სეზონში ბარსელონას მაისურით 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.