Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტარდელი:“ ინტერს ლივერპულისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია“

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის მარკო ტარდელის აზრით, ინტერს ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულისთვის დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია.

„მე ბევრი ადამიანისგან გავიგე, რომ ლივერპულის წინააღმდეგ თამაში შეუძლებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთ კარგ ინტერს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია.

„მთავარი არის ის, რომ ინტერმა შიმშილი, ფეხბურთის თამაშის სურვილი და მოტივაცია შეინარჩუნოს. მათ ლივერპულთან უფრო მეტი ინტენსიობით თამაში დასჭირდებათ.

„იმ ჯარიმების გამო, რომლებიც ტოტენჰემთან მატჩის დროს ლივერპულის ფეხბურთელებს ჰქონდათ, იტალიაში ისინი 10-მატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებდნენ.

„ვფიქრობ, რომ ლივერპული ზედმეტად თავდაჯერებულია, ისინი თავის ნახევარზე ძალიან დიდ სივრცეებს ტოვებენ და ტოტენჰემთან ძალიან გაუმართლათ, რომ ქულის მოპოვება მოახერხეს.

„ჩემი აზრით, ინტერი იტალიაში ამ მომენტისთვის უძლიერესი გუნდია და თან საკმაოდ დიდი სხვაობითაც. მათ ევროპაში ნებისმიერი მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ, თუმცა მათ მეტოქე გუნდის კართან მეტი კლინიკურობა უნდა გამოავლინონ, რადგან ლივერპულის წინააღმდეგ თითეული მომენტი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.“