Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტარდელი:“ მილანმა ლოკატელისთან მიმართებაში შეცდომა დაუშვა“

მარკო ტარდელის აზრით, მილანმა მანუელ ლოკატელის გაშვებით შეცდომა დაუშვა და მის მიმართებაში უფრო მეტი გამბედაუბა მართებდა.

„ფეხბურთში არიან გუნდები, რომლებიც გამარჯვების მოპოვებას ნებისმიერი ხერხით ცდილობენ. მათ ხშირ შემთხვევაში უკვე ჩამოყალიბებული, გამზადებული პროდუქტი ურჩევნიათ, როგორიც მილანის შემთხვევაში იბრა გამოდგა, ასევე არის მომენტები, როდესაც ასეთმა გუნდებმა მეტი გამბედაობა უნდა გამოავლინონ და ახალგაზრდებს შანსი უნდა მისცენ.

„ლოკატელის მილანში დარჩენა სურდა, მათ კი ახალგაზრდა ტალანტისთვის ადგილი ვერ გამონახეს. ახლა ყველაფერი იცვლება და ეკონომიკური კრიზისის გამო გუნდები აქცენტს ახალგაზრდა ტალანტებზე აკეთებენ, რაც ძალიან კარგია.

„ჩემი კარიერის სტარტზე პიზას რიგებში მომიწია თამაში, რადგან ჩემი გაფორმება არავის სურდა.”