Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტარდელი:“ ნაპოლი ფავორიტია, იუვენტუსი მილანზე წინ არის…“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ სკუდეტოსთვის მიმდინარე ბრძოლაში ფავორიტებზე ისაუბრა.

„ნაპოლი გამოკვეთილი ფავორიტია იმის მიუხედავად, რომ მათ ინტერთან მნიშვნელოვანი მატჩი დათმეს. პარტენოპეის უკვე 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს სრულიად დამსახურებულად ლიდერობს.

„სამპდორიას წინააღმდეგ მე ძალიან კარგი, ორგანიზებული და მოტივირებული ნაპოლი ვნახე, ამიტომ ინტერთან მატჩი ერთჯერადი ჩავარდნა იყო და არა რაიმე საგანგაშო პრობლემა.

„ნაპოლის შემდეგ მე იუვენტუსს დავაყენებ. ვფიქრობ, რომ მათ სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლიათ. ზედიზედ 8 გამარჯვება ისე, რომ საკუთარ კარში გოლი არ მიიღო, ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია. მილანი იუვენტუსზე კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ საერთო ჯამში ტურინელებს უფრო ძლიერი გუნდი ჰყავთ.“