Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტარე:“ ლაციომ სარის იდეებთან ადაპტაცია გაიარა“

ლაციოს დირექტორმა იგლი ტარემ იუვენტუსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვიცით, რომ იუვენტუსთან თამაში მარტივი არასოდეს არის და ისიც ვიცით, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ვფიქრობ, რომ დღეს ლაციოს ძალიან კარგი მატჩი ექნება.

„არასტაბილური თამაში ? ჩვენ ზაფხულში გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ და რა თქმა უნდა, ლაციოს გარკვეული დრო დასჭირდებოდა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდმა სარის იდეები მიიღო. ბოლო მატჩებში ჩვენ შესანიშნავად გამოვიყურებოდით და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ბალანსს ვპოულობთ.

„რა იპოვნა სარიმ ისეთი ლაციოში, რაც მან იუვეში ვერ ნახა ? ეს პროვოკაციული შეკითხვაა, რომელზეც პასუხს არ გაგცემთ. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ერთად მუშაობა გვსიამოვნებს.

„ჩვენი მიზნები გუნდის განვითარებისთვის ? ჩვენ გვსურს, რომ ყოველ წელს ლაციომ ორი მაღალი დონის ფეხბურთელი დაიმატოს, რაც ჩვენს საერთო დონეს აამაღლებს.“