Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტარე:“ ლაციოს სურს, რომ ჩემპიონთა ლიგისგან სიამოვნება მიიღოს“

ლაციოს დირექტორმა, იგლი ტარემ დორტმუნდთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„საწყენია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენს დაბრუნებას გულშემატკივრები მოედანზე ვერ ესწრებიან, თუმცა ჩვენ ამ დღისთვის ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ და გვსურს, რომ ლიგაზე ნათამაშები თითოეული წუთით დავტკბეთ.

„ლაციოს ჯერ კიდევ ბევრი ტრავმირებული ჰყავს, ამიტომ სამწუხაროდ გუნდი ოპტიმალურ ფორმაში არ არის. გუშინდელ ვარჯიშზე მხოლოდ 11 ფეხბურთელი იმყოფებოდა, თუმცა ყველა, ვინც მოედანზე გავა იცის, რომ ამ ტურნირზე თამაში დიდი პატივია და ჩვენ წარმატების მიღწევა გვსურს.“

ლაციო პანდემიამდე სერია ა-ს ლიდერობდა, თუმცა საბოლოოდ ტურნირი მე-4 ადგილზე დაასრულეს.

„ბოლო თვეებში ძალიან ბევრი რამ მოხდა. გულშემატკივრები გუნდისგან ძალიან ბევრს მოითხოვდნენ, თუმცა სამწუხაროდ ტრავმების გამო სეზონი ისეთ განწყობაზე ვერ დავასრულეთ, როგორიც ჩვენ გვსურდა.

„მიმდინარე სეზონში კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შემადგენლობა უკეთესი გვყავს და გრძელი სეზონისთვის მზად ვართ.

„ინძაგის კონტრაქტი ? უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ სიმონე ინძაგი გუნდის ისტორიის ნაწილია. ის ოჯახის წევრივით არის და ლოტიტოსა და მას შორის საერთო პატივისცემა არსებობს. ახალ კონტრაქტზე საჭირო მომენტში ვისაუბრებთ.“