Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტარე:“ ლაციოს ფეხბურთელების ტესტი ვირუსზე 30 წუთში უარყოფითი იყო“

იგლი ტარემ ზენიტთან მატჩის წინ იტალიაში ლაციოს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში UEFA-ს ტესტების მიხედვით იმობილეს, ლეივას და სტრაკოშას კორონა ვირუსი დაუდასტურდათ, თუმცა განმეორებითი ტესტების მიხედვით, რომელიც ლაციომ ფეხბურთელებს ჩაუტარა, არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა და ფეხბურთელებს სერია ა-ში თამაშის საშუალება მიეცათ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ტესტების შედეგების გაყალბების ბრალდებით ლაციოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

„როდესაც საქმე ლაციოს ეხება, რატომღაც ჩვენს ყველა ნაბიჯზე განმარტების გაკეთება გვიწევს.

„ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში ფეხბურთელებს ტესტებს ვუტარებდით და არც ერთ ფეხბურთელს კორონა ვირუსი არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც UEFA-ს მიერ ჩატარებულ ტესტებში ფეხბურთელებს კორონა ვირუსი დაუდასტურდათ, ჩვენ ისინი კარანტინში გადავიყვანეთ და მათ კვირამდე რამდენიმე ტესტი ჩავუტარეთ, რომელზეც დადებითი პასუხი არც ერთმა არ მოგვცა და შესაბამისად მათ სერია ა-ს მატჩში თამაშის საშუალება მივეცით.

„ჩვენ ცუდი და უკანონო არაფერი გაგვიკეთებია და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. საბოლოო გადაწყვეტილებას მოუთმენლად ველოდებით.

„ითამაშებს თუ არა იმობილე იუვენტუსთან მომდევნო ტურში ? ვფიქრობ, რომ კი. წინა ტურში, მას შემდეგ, რაც UEFA-ს მიერ გაკეთებულმა ტესტმა იმობილეს ვირუსი დაუდასტურა, ჩვენ მას განმეორებითი ტესტი ზუსტად ნახევარ საათში ჩავუტარეთ და პასუხი უარყოფითი იყო. ზუსტად ანალოგიური შემთხვევაა, რაც ინტერის აშრაფ ჰაკიმის შემთხვევაში მოხდა, თუმცა მაშინ ამხელა ამბავი ამ ყველაფერს არ მოჰყოლია.

„აუცილებელია, რომ უეფა-მ ამ საკითხზე იმსჯელოს, რადგან ასე გაგრძელება შეუძლებელია.“